მამუკა მდინარაძე: ვერასდროს დავიჯერებ, რომ PVT-ს მონაცემებში იყო შეცდომა, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს არის გაყალბებული პარალელური მონაცემები

მამუკა მდინარაძე: ვერასდროს დავიჯერებ, რომ PVT-ს მონაცემებში იყო შეცდომა, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს არის გაყალბებული პარალელური მონაცემები

ვერასდროს დავიჯერებ, რომ PVT-ს მონაცემებში იყო შეცდომა ან ხარვეზი. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს არის გაყალბებული პარალელური მონაცემები, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, პასუხის გაცემა სჭირდება კითხვას თუ ვინ ჩაიდინა ეს. მდინარაძე ვარაუდობს, რომ საქმე კონკრეტული პირების და არა მთლიანად ISFED-ის პასუხისმგებლობას ეხება.

„ორგანიზაციას რამდენიმე ათწლეულის ძალიან კარგი ბექგრაუნდი აქვს და დარწმუნებული ვარ, ეს ბექგრაუნდი გაგრძელდება ისევე პოზიტიურად, როგორც აქამდე ჰქონდა და აღმოჩნდება, რომ ეს არის კონკრეტული ადამიანების გაკეთებული, რომლებიც მაგალითად, ერთი ვერსიით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ევროპულ საქართველოსთან“ ან ვიღაცასთან თანამშრომლობდნენ. კონკრეტულ პერსონებზე მაქვს საუბარი, თორემ წარმოუდგენელია, რომ ამ ორგანიზაციამ პოლიტიკად და ამოცანად დაისახოს, რომ გააყალბოს მონაცემები. ამას ვერ დავიჯერებ, მით უმეტეს როდესაც აქ არის ამერიკული ფული და როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკელების და ევროპელების პირდაპირი ინტერესია, რომ იყოს სუპერ ობიექტური მონაცემი, ეს იყოს გარკვეული კონტროლი, მათ შორის არჩევნების მონაცემებსა და შედეგებზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თუ საკითხზე გამოძიება დაიწყება, პროცესში შესაბამისი კომპეტენტურობის ამერიკული ორგანოებიც უნდა ჩაერიონ.