რატომ არ გაემიჯნა „ნაცმოძრაობა“ გვარამიას განცხადებას: „მათ ეს ტელევიზია სჭრდებათ“, - აცხადებს გოგოლაშვილი

რატომ არ გაემიჯნა „ნაცმოძრაობა“ გვარამიას განცხადებას: „მათ ეს ტელევიზია სჭრდებათ“, - აცხადებს გოგოლაშვილი

„ნიკა გვარამიას განცხადებებზე თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პედალირებას არ აპირებს, ალბათ იმიტომ, რომ გვარამია არ არის მათი პარტიის წევრი, რაც სწორია. მეორეს მხრივ, ეს ტელევიზია სჭირდებათ და ამ სიტუაციაში ვერ გამონახეს შესაძლებლობა იმისა, რომ რაღაც რეაგირება მოახდინონ“, - ასე ეხმაურება „რეზონანსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეშფოთებას ელჩებთან მიმართებაში“მთავარი არხის“ გენდირექროტის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

„ლელოს“, „ევროპული საქართველოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდრებისთვის მსგავსი განცხადებები მიუღებლია; „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ამ დრომდე თავის პოზიცია არ გამოუხატავს, მხოლოდ  პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიიდან წასვლამდე განაცხადა, რომ „შეუძლებელია აღშფოთებას არ იწვევდეს სტარტეგიული პარტნიორების დიპლომატიური მისიების ხელძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმები და შეურცმყოფელი კამპანია“. გრიგოლ  ვაშაძის ამ ტექსტსს მისმა თანაგუნდელებმა შეცდომა უწოდეს და განაცხადეს, რომ არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ესხმის ელჩებს.

„პარტიის ცალკეულმა პირებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, მაგალითად სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშძემ. თუ  პარტია პედალირებას არ აპირებს  ნიკა გვარამიას  განცხადებებზე, ალაბათ სწორია, რადგან ნიკა გვარამია მათი პარტიის წევრი არ არის. მეორეს მხრივ, „ნაცმოძრაობას“ სჭირდება ეს ტელვიზია, რომელიც არის ერთადერთი ტელევიზია, სადაც თავის პოზიციას აფიქსირებენ. ალბათ უხერხულ მდგომარეობაში გრძნობენ თავს და ვერ გამონახეს ამ სიტუაციაში შესაძლებლობა იმისა, რომ რაღაც რეაგირება მოახდინონ. თანაც პასუხს არავინ მოსთხოვს და თვითონ თავს რატომ გამოიდებენ?

„დასავლეთის ქვეყნებმა არ მგონია ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე რეაგირება მოახდინონ. ჯერ ერთი, რომ ყველა ქვეყანას პრობლემები აქვს თავისი პანდემიით და ეკონომიკური კრიზისით, თანაც რომელიღაც ტელევიზიის დირექტორმა აგინა ელჩებს, ამისთვის თავს არავინ მოიკლავს. აშშ-ის საელჩოსთვის კი ეს თემა არანაირი ღირებულების არ არის და არც გამოსავალს იძლევა ამ რთულ სიტუაციაში“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა