ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრის ქონდეს, თუმცა, მოსაზრებასა და ფაქტს შორის არსებობს განსხვავება. ფაქტია, რომ საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს, - ამის შესახებ კელი დეგნანმა განაცხადა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კითხვა ელჩების მიმართ ბოლო დროს გაჟღერებული კრიტიკის შესახებ დაუსვეს, რის შემდეგაც დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩო ქვეყანაში უკვე 30 წელია მუშაობს, რათა საქართველოს ჯანდაცვის, თავდაცვის სფეროების განვითარებაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში დაეხმაროს.
„სხვა რა მტკიცებულების წარმოდგენა შეგვიძლია, რომ დაგანახოთ ჩვენი ზრუნვა. ეს არის სიმართლე, მიუხედავად იმისა, ვის ექნება ძალაუფლება აქ თუ თეთრ სახლში, ჩვენი ვალდებულება საქართველოს წარმატების მიმართ არ შეიცვლება“, - განაცხადა დეგნანმა.