პირველი ინიციატივა რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება იქნება საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელშიც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველოსთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და ამისთვის გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიციის გაძლიერებული ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, რომელმაც დიდი ალბათობით უსიამოვნო კითხვები გააჩინა დასავლეთში, ვფიქრობ აბსოლუტურად სწორი და პრაგმატული ნაბიჯი იქნა გადადგმული ახალი პარლამენტის მხრიდან, როგორც შიდა ასევე საგარეო პოლიტიკური კუთხით.
,,ჩემი აზრით, ამის ყველაზე უფრო კარგი და გაზომვადი ინდიკატორი იქნება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის პროაქტიური და რაც მთავარია ხარისხიანი განხორციელება და ევროკავშირთან ინსტიტუციურ დაახლოება, რადგანაც ეს არის ევროკავშირისთვის, სხვა ზომებთან ერთად, ევროინტეგრაციისთვის მზადყოფნის შეფასების ერთ ერთი მთავარი საზომი და რაც ასახული იქნება პარლამენტის ახალ ინიციატივაში. ახლა რომ იტყვიან, ბურთი ოპოზიციის მოედანზეა - გააგრძელებენ დასავლეთის ლანძღვას და რაღაც ფსევდო-დასავლურ ღირებულებებზე აპელირებას, თუ შევლენ პარლამენტში, როგორც ამას დასავლეთი მოუწოდებს, და ცივილურ პოლიტიკურ პროცესში ჩაებმებიან“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე