მე ვნახე გრიგოლ ვაშაძის განცხადება. ჩემი აზრით, არის რაღაც რაც მან თქვა და რაც მან არ თქვა. მაგალითად თქვა მისი გუნდის აბსოლუტურად არაორდინალური დამოკიდებულება საგარეო კურსთან მიმართებაში, - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ შეაფასა.
„ისინი ყოველთვის დეკლარირებდნენ , როგორც პროდასავლური და პროდასავლელი პოლიტიკოსები და სინამდვილეში მათი საქმე იყო სხვანაირი, ძალიან რბილად რომ ვთქვათ. დეკლარირების ნაწილი რომ ჩაიხსნა ძალიან შემაწუხებელი აღმოჩნდა ბატონი გრიგოლისთვის. ის რაც არ თქვა, არის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. მაგალითად, როდესაც აბსოლუტურად ყველა ამბობდა ოპოზიციური სპექტრიდან, რომ არჩევნები გაყალბდა და მათ ერთმანეთს დააჯერეს რომ ამ ნარატივის უარყოფა იყო სამშობლოს ღალატი. ამ ფონზე აღმოჩნდა, მაგალითად პივიტის მონაცემები არის გაყალბებული, იმ რგოლში რაც ვასაძემ არ თქვა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა“, - განაცხადა მდინარაძემ.
რიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.
გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია.