ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ მას,- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში, „ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას.
„ცხადია, ნებისმიერ პარტიას და „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის გამონაკლისი, არჩევნების შემდეგ უწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე. თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო აზრიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება”,- წერს სალომე სამადაშვილი.
გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.
„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – წერს გრიგოლ ვაშაძე.
გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია.