ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა და გვარამიამ დაშალეს „ნაციონალური მოძრაობა“

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა და გვარამიამ დაშალეს „ნაციონალური მოძრაობა“

ძალიან კარგად და სწორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენი ამოცანა იყო ამ რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა და ძალიან გვეხმარებიან ამაში სწორედ ის ე.წ. ოდიოზური ფიგურები, რომლებიც დღეს რეალურად შლიან ოპოზიციას, - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა ირაკლი კობახიძემ შეაფასა.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოპოზიციაში ჯანსაღი პროცესები მიდის და ცვლილებების შემდეგ ქვეყანა ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს მიიღებს.

„ეს არის ძალიან კარგი პროცესი. ეს ოდიოზური ფიგურები, როგორიც არიან პირველ რიგში სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, შეიძლება მერაბიშვილზე და სხვებზეც ჰქონდა ლაპარაკი, ისინი შლიან დღეს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“. ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს საფლავში ჩაიყოლოს სხვა პოლიტიკური პარტიებიც. ანალოგიურად „ნაციონალური მოძრაობის“ ოდიოზურმა ლიდერებმა, სააკაშვილმა და გვარამიამ დაშალეს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ჯანსაღი პროცესი და ამ ყველაფრის შედეგად მივიღებთ ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. ამაში რომ ეს ოდიოზური ფიგურები გვეხმარებიან ძალიან კარგია“, - განაცხადა კობახიძემ.

რიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია.