იუსტიციის მინისტრის პოსტს ახალი სახე დაიკავებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა მინისტრრმა და ამჟამად დეპუტატმა თეა წულუკიანმა ცოტა ხნის წინ განუცხადა. წულუკიანი თავს იკავებს კონკრეტული სახელისა და გვარის დასახელებისგან, თუ კონკრეტულად ვინ იქნება მისი შემცვლელი იუსტიციის მინისტრის პოსტზე, მაგრამ ამბობს, რომ მას მაღალ თანამდებობზე აქამდე არ უმუშავია.
თავად თეა წულუკიანმა ახალი მოწვევის პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.