კოვიდინფიცირების ახალი შემთვევებიდან 1 461 თბილისში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების ახალი შემთვევებიდან 1 461 თბილისში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების 3 837 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 461 თბილისში გამოვლინდა,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 461 შემთხვევა, აჭარა - 263, იმერეთი - 646, ქვემო ქართლი - 245, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 404, კახეთი - 254, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 194 900 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 164 786-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 883 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.