აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა არჩევნების შედეგების გადახედვასთან დაკავშირებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა არჩევნების შედეგების გადახედვასთან დაკავშირებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა ტეხასის გენერალური პროკურორის, კენ პაქსტონის მიერ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

10 დეკემბერს 17 შტატი უზენაეს სასამართლოში ტეხასის შტატის სარჩელს შეუერთდა, რომლითაც ოთხ შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვენ.

8 დეკემბერს არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების გამო, ტეხასის შტატმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ოთხი შტატის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნერბში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.