მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, რისკის შეფასებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრების მიერ,  ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 6 900 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა 6 900 ლარი შეეფარდა.