ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ.

„მორიგი ისტორიული გარღვევა. ჩვენი ახლო მეგობრები, ისრაელი და მაროკო, სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ. ეს დიდი მიღწევაა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

23ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა სუდანსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზება გამოაცხადა. 15 სექტემბერს კი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით ისრაელმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.