ენტონი ფაუჩი: თუ ვაქცინას ყველა გაიკეთებს, ამერიკა ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე დაუბრუნდება

ენტონი ფაუჩი: თუ ვაქცინას ყველა გაიკეთებს, ამერიკა ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე დაუბრუნდება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკაში ვაქცინაციას ყველა გაივლის, ქვეყანა ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას 2021 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე შეძლებს.

„ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ადამიანი გაიკეთებს ვაქცინას და რამდენად სწრაფად მოხდება ეს. თუ ვაქცინაციის პროგრამა შეუფერხებლად ჩაივლის, ნორმალურ ცხოვრებას გარკვეულწილად ზაფხულში, ხოლო შემოდგომაზე კი უეჭველად დავუბრუნდებით“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა საბჭომ Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაუდებელ გამოყენებას მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა გადაწყვეტილება 17 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო, ერთმა კი თავი შეიკავა. სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა 8 დეკემბერს დაადასტურა.