დონალდ ტრამპი: ჩემს ხელთ არსებული მონაცემები ცხადყოფენ, რომ არჩევნებში ჩემი დამარცხება შეუძლებელი იყო

დონალდ ტრამპი: ჩემს ხელთ არსებული მონაცემები ცხადყოფენ, რომ არჩევნებში ჩემი დამარცხება შეუძლებელი იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები ცხადყოფენ, რომ არჩევნებში მისი დამარცხება შეუძლებელი იყო.

„მალე გავიგებთ, რას ნიშნავს სიტყვა სიმამაცე და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. ყველა გადამწყვეტ შტატში უფრო მეტი კანონიერი ხმა მივიღე, ვიდრე ჩემმა ოპონენტმა. ყველა მონაცემი ცხადყოფს, რომ ჩემი დამარცხება შეუძლებელი იყო, რომ არა შედეგების ჩასწორება“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნერბში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.