დელავერის შტატის ფედერალურმა პროკურატურამ საგადასახადო თაღლითობის საქმეზე ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

დელავერის შტატის ფედერალურმა პროკურატურამ საგადასახადო თაღლითობის საქმეზე ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ჯო ბაიდენის შვილმა, ჰანტერ ბაიდენმა განაცხადა, რომ დელავერის შტატის ფედერალურმა პროკურატურამ საგადასახადო თაღლითობის საქმეზე მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

„ძალიან სერიოზულად ვეპყრობი ამ საქმეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხების პროფესიული და ობიექტიური განხილვა აჩვენებს, რომ მე ჩემი საქმეები კანონიერად და სათანადოდ მიმყავდა, მათ შორის საგადასახადო საკითხებში კვალიფიციური კონსულტანტების დახმარებით“, - ნათქვამია ჰანტერ ბაიდენის განცხადებაში.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენის შტაბში განაცხადეს, რომ ის ამაყობს თავისი შვილით, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.