საფრანგეთის ალპებში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის ალპებში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის აღმოსავლეთში, სავოიას დეპარტამენტში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ტელეარხი BFM TV სავოიას პრეფექტურის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეარხის ცნობით, ვერტმფრენის პილოტი გადარჩა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა. ვერტმფრენის ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან ოთხი კომპანია French Air Service -ს თანამშრომელი, ხოლო ორი მაშველი იყო.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. განგაშის სიგნალი პილოტმა გაუშვა, რომელმაც კატასტროფის დროს კატაპულტირება შეძლო.