საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ თურქეთი რეგიონში პრობლემების შემქმნელია და საერთაშორისო სამართლის ფარგლებს გარეთ მოქმედებს.

„თურქეთი საერთაშორისო სამართლის ფარგლებს გარეთ მოქმედებს და სამწუხაროდ, რეგიონში პრობლემებს ჰქმნის ძალის გამოყენების მუქარით. თურქეთი საბერძნეთს ომით ემუქრებოდა. თურქეთი მიგრანტებს იყენებდა, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს, პროპაგანდასა და „ფეიკ ნიუსებს“ ავრცელებდა. თურქეთს ჯიჰადისტები ლიბიიდან კავკასიაში გადაჰყავდა, რასაც მე ჯიჰადისტების ტურისტულ სააგენტოს ვუწოდებ. თურქეთი რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნიკოს დენდიასმა ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური ანკარის ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელია და საბერძნეთი თურქეთს კონსტრუქტიული დიალოგისკენ მოუწოდებს.