ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი პირბადის არასწორად ტარებისთვის დააჯარიმეს

ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი პირბადის არასწორად ტარებისთვის დააჯარიმეს

ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი პირბადის არასწორი ტარებისთვის დააჯარიმეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „ხავერდის რევოლუციის“ თარიღის არსანიშნავად პრაღის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე ექსპრეზიდენტს პირბადე ნიკაპზე ჰქონდა ჩამოწეული.

პოლიციამ მას პირბადის სწორად გაკეთება მოსთხოვა, რაზეც კლაუსმა უარი თქვა. ურჩობის გამო ექსპრეზიდენტი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და პროტოკოლი შეუდგინეს. კლაუსს რეგულაციის დარღვევისთვის 3000 კრონის გადახდა მოუწევს.