ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი გარდაიცვალა

ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი გარდაიცვალა

ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტის ტაბარე ვასკესი 80 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მომხდარს ექს-პრეზიდენტის ოჯახი ადასტურებს. 2019 წლის აგვისტოში ვასკესს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ის ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.

ტაბარე ვასკესი ურუგვაის პრეზიდენტის პოსტს ორჯერ 2005-2010 და 2015-2020 წლებში იკავებდა.