რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

რუმინეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან. ბიულეტენების 95%-ის დათვლის შემდეგ არჩევნებში „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ლიდერობს, რომელსაც ხმათა 29,8% აქვს, მმართველ „ეროვნულ-ლიბერალურ პარტიას“ კი- 25,11%.

5%-იანი ბარიერი უკვე გადალახა „რუმინეთის გადარჩენის კავშირმა“. პარლამენტში სავარაუდოდ კიდევ ორი პარტია, „რუმინეთის ერთობის ალიანსი“ და „რუმინეთის უნგრელთა დემოკრატიული კავშირიც“ შევა.