ვენესუელაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სამთავრობო კოალიცია იმარჯვებს

ვენესუელაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სამთავრობო კოალიცია იმარჯვებს

ვენესუელაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სამთავრობო კოალიცია იმარჯვებს. ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ სამთავრობო კოალიციას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ბოლო მონაცემებით, ბიულეტენების 82%-ის დათვლის შემდეგ „დიდმა პატრიოტულმა პოლუსმა“ ამომრჩეველთა ხმების 67.7%-ი მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა ალიანსმა“ – 17.95%-ი.

საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 31%-ი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 27-მა ოპოზიციურმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. საერთაშორისო თანამეგობრობა ვენესუელაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

„ის, რაც ვენესუელაში ხდება მასკარადია და არა არჩევნები. არალეგიტიმური ნიკოლას მადუროს მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.