ბრიტანული მედია: ლივერპულის მერი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ეჭვის საფუძველზე დააკავეს

ბრიტანული მედია: ლივერპულის მერი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ეჭვის საფუძველზე დააკავეს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლივერპულის მერი, ჯო ანდერსონი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ეჭვის საფუძველზე დააკავეს.

როგორც წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალებები იუწყებიან, 4 დეკემბერს მერსისაიდის პოლიციამ 5 პირი დააკავა. დაკავებები ქალაქში მშენებლობისა და დაგეგმარების საქმის გამოძიების ფარგლებში მოხდა. დაკავებულები პოლიციაში დასაკითხად გადაიყვანეს.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიციაში დეტალებს არ ასაჯაროვებენ.

ჯო ანდერსონი ლივერპულის მერის პოსტს 2012 წლიდან იკავებს. 2016 წელს ის მეორე ვადით აირჩიეს.