ავსტრიის ყოფილ ფინანსთა მინისტრს კორუფციისთვის 8 წელი მიუსაჯეს

ავსტრიის ყოფილ ფინანსთა მინისტრს კორუფციისთვის 8 წელი მიუსაჯეს

ავსტრიის ყოფილი ფინანსთა მინისტრს, კარლ-ჰაინც გრასერს კორუფციისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, - ამის შესახებ BBC წერს.

მას ბრალი გაფლანგვაში, ქრთამის აღებაში, მტკიცებულებების გაყალბებასა და ათასობით სახელწიფო ბინის გაყიდვაში ედებოდა. ვენის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო €9 მილიონის ქრთამად აღებაში.

განაჩენი ასობით მოწმის ჩვენებას ეყრდნობა. საქმეზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო. სასამართლოს წინაშე 165 მოწმე წარსდგა, საქმე 865-გვერდიანი იყო.

2000 წელს კარლ-ჰაინც გრასერი ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრი გახდა და ამ თანამდებობას 2007 წლამდე იკავებდა.