ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯო ბაიდენს ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯო ბაიდენს ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ირანისთვის დაწესებული სანქციები მოხსნას.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის უხეში დარღვევა იყო.

„აშშ-მა სერიოზულად დაარღვია ეს რეზოლუცია, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია განდეგილი რეჟიმია. აშშ-მა უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ეს არ საჭიროებს რაიმე მოლაპარაკებას. ჩვენ აღარ ვილაპარაკებთ შეთანხმებაზე, რომელზეც უკვე შევთანხმდით“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.