ექიმი ირაკლი გოგოხია აკაკი ბობოხიძეს

ექიმი ირაკლი გოგოხია აკაკი ბობოხიძეს" „ალბათ თავბრუხვევას ხშირად განიცდით და ამიტომაც გაქვთ აზროვნების დაქვეითება“

„ივანე ბოკერიას ჰოსპიტალი – ევექსი” – ს ექიმი ირაკლი გოგოხია „ევროპული საქართველოს” წევრს აკაკი ბობოხიძე სოციალური ქსელში პასუხობს.

„ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ ჩვენს საქმეს, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ირგვლივ პოლიტიკური ვითარება არ გავინტერესებს. რატომ დაწერე ეს პოსტი? იმიტი, რომ გუშინ ვუყურე აკაკი ბობოხიძის გამოსვლას, გრიგოლიას ეთერში და გავღიზიანდი რაც ექიმებზე ილაპარაკა.

სანამ იმას დავწერ, ამ კაცზე მე რას ვფიქრობ, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველა ჩემს კოლეგას, ამ ბრძოლისთვის და იცოდეთ გმირები ხართ. ბატონო აკაკი მინდა იცოდეთ, რომ ერთერთი უნიჭო და უინტელექტო პოლიტიკოსი ხართ ქართულ პოლიტიკურ არენაზე და მიკვირს იმ პარტიაში სადაც ძალიან ბევრი ინტელექტუალია თქვენ რა გესაქმებთ. მინდა გითხრათ, რომ ყველა თქვენი მოსაზრება ქართველ ექიმებზე მცდარია და ისინი დიახ!!! გმირები არიან და მაყუთს, როგორც განაცხადეთ არ აკეთებენ .

ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ და არასდროს არ დაგჭირდეთ ჰოსპიტალი, მითუმეტეს კოვიდის გამო, იმიტომ რომ 5 წუთი გისმინეთ და როგორც პროფესიონალმა ექიმმა დიაგნოზი დაგისვით, შეგიძლიათ უფასო კონსულტაციის სახით გაითვალისწინოთ,რასაც ეხლა გეტვით.

პაციენტი აკაკი ბობოხიძე, როგორც გამოიყურებით ასაკი 65წ. თუ უფრო ახალგაზრდა ხართ თქვენ თავს დააბრალეთ ესე ცუდად რომ გამოიყურებით.

ბატონო აკაკი თქვენ გჭირთ: ანენცეფალია, შესაბამისად თქვენი თავის ტვინის მოცულობა და სხეულის მასის ინდექსის შეფარდება პროცენტულად არ ემთხვევა, ამიტომაც გამოირჩევით დაბალი ინტელექტით.

რაც შეეხება თქვენს სხვა ქრონიკულ დაავადებებს; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომელმაც გამოიწვია თქვენს პულმონარულ სისხლძარღვოვან ქსელში წნევის მომატება,შუნტის კომპენსირების მიზნით, ჯერ ამის გამო არ ჩამოგყალიბებიათ მეორადი პულმონური ჰიპერტენზია და მარჯვენა გულის უკამრისობა.

ამიტომაც არის, რომ ლაპარაკის დროს ძალიან მალე ხმა გეკარგებათ, წითლდებით (სასუნთქი ზედაპირის ნაკლებობის გამო CO2 -ს სწრაფად აგროვებთ ) და შიდა საუღლე ვენები გებერებათ ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს ასევე თქვენი თავის ტვინის მუშაობაზე ალბათ თავბრუხვევას ხშირად განიცდით და ამიტომაც გაქვთ აზროვნების დაქვეითება ( ქრონიკული ჰიპოქსიური გავლენა თავის ტვინზე) და ხშირად ბოდავთ.

ამ ყველაფრით რაც თქვენ გჭირთ მე ექიმებს არ შევუტევდი, ამასაც რჩევის სახით გაძლევთ.

სამწუხაროა, რომ ამდენი წელი პოლიტიკაში ხართ და სინქრონული ლანძღვაც კი არ შეგიძლიათ, ქვეყნისთვის თქვენ, თქვენი უბადრუკი კარიერის განმავლობაში, რა სარგებელიც მოგიტანიათ, რეანიმაციის სანიტრის ერთ მორიგეობასაც კი არ უდრის. მაპატიეთ, რომ მეორე ლოყა ვერ მოგიშვირეთ.

P.S. ჩემო კოლეგებო თქვენ წარმატება ამ ბრძოლაში და აუცილებლად გავიმარჯვებთ….” – წერს ირაკლი გოგოხია facebook-ში.

გუშინ აკაკი ბობოხიძემტვპირველისეთერში ასეთი განცხადება გააკეთა:

„ექიმებით აღფრთოვანებას ვერ შემოვუერთდები. მორჩილი ექიმების მასას ვხედავ. ვხედავდი 4 ექიმს, რომლებიც „აპრავებდა“ ხელისუფლებას“

 

2

amo ჭირიმე თქვენი!
3 წლის უკან