ტაივანის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს

ტაივანის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს

ტაივანის პარლამენტში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.

ოპოზიციონერებმა კოლეგებს ღორის ნაწლავები ესროლეს. სიმბოლური ჟესტით მათ ადგილობრივ ბაზარზე ამერიკული ღორის ხორცის შესვლა გააპროტესტეს.

ოპოზიცია ირწმუნება, რომ ამერიკული პროდუქტი ნივთიერება რაკტოპამინს შეიცავს, რომელიც ცხოველების ხელოვნურ ზრდას უწყობს ხელს და ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა.