3-დან 15 იანვრის ჩათვლით საქართველოში უქმე/დასვენების დღეები ცხადდება

3-დან 15 იანვრის ჩათვლით საქართველოში უქმე/დასვენების დღეები ცხადდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით: ცხადდება უქმე/დასვენების დღეები, ასევე აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში, ამასთან ერთად არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

დღეს საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების ახალი პაკეტი დაამტკიცა.