სავაჭრო სექტორში დასაქმებულები, რომლებსაც გამკაცრებული შეზღუდვები შეეხებათ, 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

სავაჭრო სექტორში დასაქმებულები, რომლებსაც გამკაცრებული შეზღუდვები შეეხებათ, 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

სავაჭრო სექტორში დასაქმებულები, რომლებსაც გამკაცრებული შეზღუდვები შეეხებათ, 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, მოლებს, ბაზრობებს, მაღაზიებს, და გვესმის, რომ აქ ბევრი ადამიანია დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იმავე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულთათვის პირველი ტალღის დროს - 300 ლარის ოდენობით. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ ადამიანთა აღრიცხვა კომპანიებთან ერთად და ამ დახმარების გარდა ასევე ვიღებთ ვალდებულებას, რომ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანს, რომელსაც აქვს საბანკო სესხი, სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება. 300-ლარიანი დახმარებით პირველი ტალღის დროს ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჯერად, ვინაიდან უფრო ვიწრო სფეროზე ვრცელდება შეზღუდვა, ვფიქრობთ, რომ დახმარებას 100-120 ათასი ადამიანი მიიღებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.