28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან იმოქმედებს

28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან იმოქმედებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ახალი რეგულაციები 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.