გიორგი გახარია: სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი

გიორგი გახარია: სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი

სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი და ჩვენ, ისევე როგორც აგვისტომდე, ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ექიმებთან ერთად, პოლიციასთან ერთად ვახერხებდით ფაქტობრივად საუკეთესოდ ბალანსის დაჭერას ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები დამტკიცდა. პრემიერის თქმით, საქართველო ზაფხულისდროინდელ მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს.

„ჩვენ ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ. დღეს მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში არის ეპიდემიის რეკორდული ზრდა, განსაკუთრებით ეს ყველაფერი არის კონცენტრირებული ევროპაში და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც მე ვსაუბრობ ბალანსზე, ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო ეპიდემიის მართვაში ეკონომიკასთან ერთად ბალანსის დაჭერა, რაც შემდგომ გადაიზარდა ადაპტაციაში და ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ. გავაგრძელებთ ეფექტიანად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების ახალი პაკეტი დაამტკიცა.