დონალდ ტრამპი: „დემოკრატიულმა პარტიამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მაქინაციებს მიმართა

დონალდ ტრამპი: „დემოკრატიულმა პარტიამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მაქინაციებს მიმართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დემოკრატიულმა პარტიამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მაქინაციებს მიმართა.

„დემოკრატებმა“ ეს არჩევნები წააგეს. მათ ითაღლითეს. ეს თაღლითური არჩევნები იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, „დემოკრატებმა“ სამართლებრივი თვალსაზრისით ბათილი ბიულეტენები გამოიყენეს.

„ეს ძალიან სამწუხაროა. არჩევნების შედეგები უნდა შეიცვალოს“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნები აშშ-ში ჯო ბაიდენმა მოიგო. მას ახლა კოლეგიაში 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.