გიორგი კანდელაკი:  გადასახადის გადამხდელთა ეს თანხა გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გასაწევად

გიორგი კანდელაკი:  გადასახადის გადამხდელთა ეს თანხა გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გასაწევად

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განმარტებით, პარტიამ ცესკო-ს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით მიმართა, რათა ოფისების შენარჩუნება და ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზება შეძლოს.

„ევროპული საქართველო“ არ იღებს და არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას. გადასახადის გადამხდელთა ეს თანხა გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად, საზოგადოებასთან ერთად“, – განაცხადა კანდელაკმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ნიშნავს თუ არა დაფინანსების მიღება მათი მხრიდან არჩევნების შედეგების აღიარებას, კანდელაკმა უპასუხა, რომ აღიარება პარლამენტში შესვლა იქნებოდა.

„აღიარება იქნებოდა პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პრივილეგიებზე დაფინანსების მიღება, რასაც „ევროპული საქართველო“ სხვა პარტიებთან ერთად არ აკეთებს და არც გააკეთებს“, – აღნიშნა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.