შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ბურთი საერთო მოედანზეა, ყველას აქვს პასუხისმგებლობა, დიალოგი წარმატებით დასრულდეს

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ბურთი საერთო მოედანზეა, ყველას აქვს პასუხისმგებლობა, დიალოგი წარმატებით დასრულდეს

ბურთი საერთო მოედანზეა. ყველას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს დიალოგი წარმატებით დასრულდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესზე განაცხადა.

„მოლაპარაკების დროს საუბარი, რომ ბურთი ერთ ან მეორე მხარესაა, ეს პასუხისმგებლობიდან გაქცევის ნიშანია. ამიტომ, ბურთი საერთო მოედანზეა. ყველას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს დიალოგი წარმატებით დასრულდეს. ჩვენ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას და ამ დიალოგის ინიციატორი ვიყავით. იმედი გვაქვს, წარმატებით დასრულდება.

დიალოგი იმისთვის არის, რომ ულტიმატუმების ადგილი იქ არ არის. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, არჩევნები ჩატარდა, მოქალაქეებმა თავისი ნება გამოთქვეს. ამ ნებას პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი წარმოდგენაა მრავალფეროვანი პარლამენტი და ეს ასახულია კონსტიტუციაში, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ არის მიღებული.

ერთი რამე ცნობილია, თუკი ვინმე რაიმე შეთავაზებას აკეთებდა, იყო სწორედ „ქართული ოცნება“. გადათვლა შევთავაზეთ - უარი მივიღეთ, კამერების ნახვაზეც უარი მივიღეთ. გვესმის, მხოლოდ ულტიმალტუმის ენა. რა შედეგით დასრულდება, ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩვენი განწყობაა დიალოგში წარმატებას მივაღწიოთ. მზად ვართ, კონსტრუქციული ვიყოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.