სერგი კაპანაძე:  არც ერთ საკითხზე არ ვაპირებთ რაიმე დათმობას ან დისკუსიას, თუ ეს არ შეეხება ახალ არჩევნებს, ეს არის მთავარი თემა, რომელიც განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს

სერგი კაპანაძე:  არც ერთ საკითხზე არ ვაპირებთ რაიმე დათმობას ან დისკუსიას, თუ ეს არ შეეხება ახალ არჩევნებს, ეს არის მთავარი თემა, რომელიც განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს

წინსვლის რესურსი არსებობს, თუმცა ეს ახალი არჩევნების ირგვლივ უნდა მოხდეს, არც ერთ სხვა საკითხზე რაიმე დათმობას, ან დისკუსიას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ელჩებს შორის ინდივიდუალურ შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ინდივიდუალური შეხვედრები რაუნდებს შორის ჩვეულებრივი პროცესია, რათა პოზიციების შეჯერება მოხდეს.

„ინდივიდუალური შეხვედრები ჩვეულებრივი ამბავია ელჩებთან, ისინი, როგორც წესი, იმართება ხოლმე რაუნდებს შორის და ხდება უბრალოდ პოზიციების შეჯერება. ამიტომ, დღესაც ასეთი მორიგი შეხვედრა იქნება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და ჩვენს პარტნიორებს შორის და მოხდება პოზიციების კიდევ ერთხელ გავლა.

მთავარი იქნება, თუ რა წინადადებით მოვა „ქართული ოცნება შემდეგ რაუნდზე, რა თქმა უნდა, არსებობს რესური იმისა, რომ მოხდეს წინსვლა, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ირგვლივ, არც ერთ სხვა საკითხზე ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დათმობას ან დისკუსიას, თუ ეს არ შეეხება ახალ არჩევნებს, ეს არის მთავარი თემა, რომელიც განმუხტავს დღევანდელ პოლიტიკურ კრიზისს”, - განაცხადა კაპანაძემ.

mamago ახალი არჩევნები - ოცნება აგებს, პარტიუკები ვერ შედიან და ნაცებებს არ დარჩებათ ყველაფერი?!
4 წლის უკან
amo არ გვინა პოლიტიკური კრიზისის განმუხტავა, იყოს რა! ჩვენ გვინდა კოვიდსიტუაციის განმუხტვა.
4 წლის უკან