ჯო ბაიდენი: ამერიკა დაბრუნდა - მსოფლიოში წამყვან როლს ვითამაშებთ

ჯო ბაიდენი: ამერიკა დაბრუნდა - მსოფლიოში წამყვან როლს ვითამაშებთ

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის პრობებში აშშ მოწინააღმდეგეებს აღუდგება და მოკავშირეებს არ უარყოფს.

„ამერიკა დაბრუნდა. მსოფლიოში წამყვან როლს ვითამაშებთ. ამერიკა უკან არ დაიხევს. ამერიკა არ უარყოფს თავის მოკავშირეებს და დაიცავს თავის ღირებულებებს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის წევრების ნაწილის წარდგენისას.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში აშშ მოწინააღმდეგეებს აღუდგება და ტრადიციულ მოკავშირეებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნები აშშ-ში ჯო ბაიდენმა მოიგო. მას ახლა კოლეგიაში 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.