Reuters: თეთრი სახლი ჯო ბაიდენს ყოველდღიურ საიდუმლო მოხსენებებს გააცნობს

Reuters: თეთრი სახლი ჯო ბაიდენს ყოველდღიურ საიდუმლო მოხსენებებს გააცნობს

თეთრი სახლი ჯო ბაიდენს ყოველდღიურ საიდუმლო მოხსენებებს გააცნობს, რომელსაც ამერიკის სპეცსამსახურები აშშ-ის პრეზიდენტისთვის ადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ჯო ბაიდენს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სადაზვერვო მონაცემებზე წვდომა ექნება.

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნები აშშ-ში ჯო ბაიდენმა მოიგო. მას ახლა კოლეგიაში 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.

24 ნოემბერს დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა. მისი განცხადებით, საჯარო სამსახურების ადმინისტრაციამ, რომელიც ხელისუფლების გადაცემის პროცესს უძღვება, „ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც გასაკეთებელია“. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.