სოსო მანჯავიძე: პოლიტიკოსთა არაადექვატურობის კოეფიციენტის განსაზღვრის ფორმულა

სოსო მანჯავიძე: პოლიტიკოსთა არაადექვატურობის კოეფიციენტის განსაზღვრის ფორმულა

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"არჩევნებით უკმაყოფილო პოლიტიკოსთა გამომეტყველებას რომ ვუყურე, რომელთა სახეები მუდმივად ერთი და იგივე გესლიან, ბოღმიან,შურიან გრიმასას დაუმახინჯებია,ამდენ არარეალისტურ თვითშეფასებას რომ შევხედე, გადავწყვიტე შემოგთავაზოთ პოლიტიკოსთა არაადექვატურობის კოეფიციენტის განსაზღვრის ფორმულა.

არაადექვატურობის კოეფიციენტი(აკ-ი) პოლიტიკოსის მიერ საკუთარი არჩევნების შედეგების საჯაროდ დეკლარირებული მოლოდინის მაჩვენებელის  ოფიციალურად გამოცხადებულ შედეგზე განაყოფის ტოლია.ამასთან კოეფიციენტის სიდიდის ზრდა მისი შიზოფრენიისკენ მიდრეკილების პირდაპირპროპორციულია.

ასე, მაგალითად.თუ პოლიტიკოსი ამბობს,რომ იმარჯვებს პირველ ტურში, ანუ ელის 51% და იღებს 2%-ს, მაშინ მისი აკ-ი გახლავთ 25,2..  თუ თვლის, რომ მას მხარს უჭერს მინიმუმ 30% და იღებს 5%, მისი აკ-ი არის 6.

უნდა განვსაზღვროთ ასევე კრიტიკულად დასაშვები აკ- ის ზღვარი.

შემოვიღოთ ამისთვის შესაფერისი ფერები-მაგალითად, იისფერი, მწვანე, ყვითელი,წითელი. როცა, მაგალითად, ყვითელს აჩვენებს-აეკრძალოს პოლიტიკაში მონაწილეობა, ხოლო როცა წითელს და თან ქცევა სიშმაგის ნიშნებს შეიცავს.  თავზე ტომარა ჩამოვაცვათ. ინ ცნობილი ნოშრევანივით "გენიალური "ლონდრედან" ქალაქის სიამაყე რომ იყო და შიშველმა ეშმაკმა ცოლი გაუბახა.

მითუმეტეს, ზუსტად ნოშრევანივით იქცევიან-მზად არიან ყველაფერი გადაწვან, რადგან აღარ ყავთ მშვენიერი ამეთისტო, რომელთანაც საკუთარი უზნეო თამაშების შედეგად გაჭედილებმა სოლის სათხოვნელად თვითონ აუშვეს  შიშველი ეშმაკი და უყვიროდნენ-მიეცი, ამეთისტო, მიეციო.

საშური საქმეა დავამკვიდროთ ახალი ტერმინი-ნოშრევანის სინდრომი-  ზღვარი, როცა აკ-ი-ს  სიდიდე იმდენად მაღალია, რომ მისით დაავადებული პოლიტიკოსი არის მანი-აკ-ი.

იქნებ, ამ აკ-ის ფორმულის მაინც შემოღებით მოვიცილოთ ამდენი მანიაკი, ამდენი თვითაღიარებული ყოფილი და მომავალი ქალაქის სიამაყე".

P,S,

ტექსტი 2016 წლის არჩევნების დროინდელია, როგორც ხედავთ იგივე და ჭიანჭველების სასიკვდილო რბოლაში ვართ ჩაბმულები.

Maverick უკაცრავად შენიშვნა:
და გამწესდნენ თერჯოლაში, წინწკილას "პარლამენტში" თავიანთ პრემიერ მინისტრობის კანდიდატებთან, დროებითი მთავრობის წევრებთან ერთად, მათთან ერთად ისვე განთავსდეს "მთავარი"TV-ის "შემოქმედებითი" ჭურანალისტების კოლექტივი გლობალურ ქსელში ზემოთაღნიშნული "პარლამენტის", "დროებითი მთავრობის" დებატების გასაშუქებლად!
4 წლის უკან