ზაალ მიქელაძე: სავარაუდოდ, ოპოზიციაში ძალიან კარგად იცოდნენ, რა შედეგი მოჰყვებოდა ასეთ შეკრებებს და სწორედ ამაზე იყო გათვლილი მათი ქმედება

ზაალ მიქელაძე: სავარაუდოდ, ოპოზიციაში ძალიან კარგად იცოდნენ, რა შედეგი მოჰყვებოდა ასეთ შეკრებებს და სწორედ ამაზე იყო გათვლილი მათი ქმედება

ბათუმში რამდენიმე აქციაზე ადამიანების რაოდენობას თუ კარგად დააკვირდებიან, ნახავენ, რომ მონაწილეთა უმეტესი ნაწილი არ გახლდათ ბათუმელი და ქალაქში, სადაც ვირუსი პიკში იყო, ჩამოჰყავდათ გურიიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან და აღმოსავლეთ საქართველოდანაც კი. მაშინვე ვამბობდით, რომ ტალღის შეჩერება ვერ მოხერხდებოდა და ბათუმიდან გავრცელდებოდა სხვა რეგიონებშიც და ასეც მოხდა,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ქობულეთში ,, ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაალ მიქელაძემ ,,პრაიმტაიმს“ განუცხადა.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, სავარაუდოდ, ოპოზიციაში ძალიან კარგად იცოდნენ, რა შედეგი მოჰყვებოდა ასეთ შეკრებებს და სწორედ ამაზე იყო გათვლილი მათი ქმედება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ მიზანმიმართულად გაწირა ადამიანები, თავისი მიზნებისთვის.

აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მთელს პასუხისმგებლობას აქციების ორგანიზატორებს აკისრებს.

,,მოხდა ისე, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ ქუჩაში გადაიტანა პროცესები თავისი ვიწრო პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით და რეგიონიდან რეგიონში გადაჰყავდათ ადამიანები. ბათუმში რამდენიმე აქციაზე ადამიანების რაოდენობას თუ კარგად დააკვირდებიან, ნახავენ, რომ მონაწილეთა უმეტესი ნაწილი არ გახლდათ ბათუმელი და ქალაქში, სადაც ვირუსი პიკში იყო, ჩამოჰყავდათ გურიიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან და აღმოსავლეთ საქართველოდანაც კი. მაშინვე ვამბობდით, რომ ტალღის შეჩერება ვერ მოხერხდებოდა და ბათუმიდან გავრცელდებოდა სხვა რეგიონებშიც და ასეც მოხდა. ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი ცდილობს, დაამძიმოს ისედაც რთულად სამართავი ეპიდსიტუაცია და ქვეყანაში შექმნას კრიზისი, მაგრამ იმაზე არ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი აისახება მოქალაქეებზე, მათ შორის – მათ მხარდამჭერებზეც. არ ვადანაშაულებ ამაში ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რადგან ასეთ სიტუაციაში, დიდ აქციაზე ვერ მოხდება ვერც პირბადის გამოყენება და ვერც დისტანციის კონტროლი. მთელი პასუხისმგებლობა ორგანიზატორებს ეკისრებათ.

სავარაუდოდ, ოპოზიციაში ძალიან კარგად იცოდნენ, რა შედეგი მოჰყვებოდა ასეთ შეკრებებს და სწორედ ამაზე იყო გათვლილი მათი ქმედება. ერთია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი, კამპანია და არჩევნების დღეც გარკვეულწილად საფრთხის შემცველი იყო და მაქსიმალურად ფრთხილად უნდა გაგვევლო ეს პერიოდი და როცა ამ ყველაფერს უარყოფს გარკვეული ჯგუფი, ეს უკვე კატასტროფაა. იმედი მაქვს, რომ მათ შორის აღმოჩნდებიან გონიერი ადამიანები, თუნდაც ჩემი კოლეგები, დარგის სპეციალისტები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს მათი ქმედება და რეკომენდაციას მისცემენ, რომ შეწყვიტონ ეს ყველაფერი. თუმცა, როგორც ჩანს, ყველა ოპოზიციონერს ამ დარგის სპეციალისტად მოაქვს თავი, ისეთ რეკომენდაციებსა და რჩევებს იძლევიან. პანდემიის პირველ ეტაპზე ისინი ამბობდნენ, რომ ეს ვირუსი არაფერია და იოლად გადააქვთ ადამიანებსო. ვისაც არ გადაუტანია, არ იცის და ვინც გადაიტანა, ალბათ უკვე დაავიწყდა, რა რთული და მტკივნეულია ეს ყველაფერი. არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ მიზანმიმართულად გაწირა ადამიანები, თავისი მიზნებისთვის. მათი წარმომადგენლები ხშირად კითხულობენ – გვყოფნის თუ არა საწოლფონდი? გვაქვს თუ არა სათანადო რესურსი, რომ კოვიდს მოვერიოთ? არა და, მათ ძალიან კარგად იციან, რისი საშუალება აქვს ქვეყანას, საწოლფნდებისა თუ სამედიცინო პერსონალის მხრივ“,- აცხადებს ზაალმ მიქელაძე.

https://primetime.ge/atcharis-jandatsvis-kofili-ministri-protsesebi-aris-martvadi-da-orjer-gazrdil-nakadsats-gaumklavdeba-qvekana/?fbclid=IwAR0RobmlRW02-cVqNA7UEVay2a4cTKSn2cScX64dgAAcKNQ3PZM90pZymPY