ლევან რატიანი:  არ ვარ არანაირი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, არც დამცავი, არც მლანძღავი, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, კორონავირუსის მოვლა უნდა ვისწავლოთ

ლევან რატიანი:  არ ვარ არანაირი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, არც დამცავი, არც მლანძღავი, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, კორონავირუსის მოვლა უნდა ვისწავლოთ

ჩვენ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა, ამის უამრავი მიზეზი არსებობს, მტყუან-მართლის გარჩევა ამ ეტაპზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, დადგება მომენტი, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული გვყავდეს ქვეყანაში, – ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანიმა საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემაში „პირადი ექიმი მარ მალაზოანია“ განაცხადა.

როგორც ლევან რატაინმა აღნიშნა, როდესაც ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობა იზრდება, მზარდია კრიტიკული პაციენტების რაოდენობაც, ამიტომ აუცილებელია ყველა გაფრთხილდეს.

„მე არ ვარ არანაირი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და ვიდრე ექიმი ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე ვაპირებ ამას, არ ვიქნები პოლიტიკური წარმომადგენელი, არც დამცავი, არც ადვოკატი და არც მლანძღავი. მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ჩვენმა საზოგადოებამ ამ დაავადების მოვლა უნდა ვისწავლოთ. მოვლა რას გულისხმობს, პირველ რიგში, რომ ჩვენ არ გავხდეთ ინფიცირებული. თუ დავინფიცირიდით, ჩვენ ვართ დაავადების გამავრცელებლები. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვთხოვ, მეტი საშველი არ გვაქვს, თუ დაავადება ასე პროგრესულად გაიზარდა, გაგვეზრდება ქვეყანაში კრიტიკული პაციენტები, ამიტომ პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა დავიცვათ. მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების, მაგრამ სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ. ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, რომ პიკი იქნება, თუ დაავადების გავრცელება, რომ შევაჩეროთ ინფექციის გადაცემის წყარო, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობაზე, ყველანაირ მიგრაციაზე, დედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც. არ ვიცი ბატონო, ეს ეკონომიკა და პოლიტიკა, ეს ჩემზე უკეთესად იციან ჩემმა ზემდგომებმა, მაგრამ ერთი რამე შემიძლია ყველას ვთხოვო და ვურჩიო, სიცოცხლე უნდა გადარჩეს ქვეყანაში. ვისწავლოთ ერთმანეთის მოვლა და ზრუნვა“, – განაცხადა რადიანმა.