ნიკა მელია: პაატა იმნაძე „ქართული ოცნების“ პარტიული კოორდინატორია

ნიკა მელია: პაატა იმნაძე „ქართული ოცნების“ პარტიული კოორდინატორია

პაატა იმნაძე არის „ქართული ოცნების“ პარტიული კოორდინატორი, უბნის უფროსი, რომელსაც აქვს უფრო მეტი ხელფასი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„იმნაძე, გამყრელიძე და ცერცვაძე „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ. ეს ადამიანები დღეს ნდობით აღარ სარგებლობენ. აღარ დარჩა ადამიანი, რომელსაც ხალხი დაუჯერებდა. ვიღას სჯერა დღეს მათი? არჩევნებამდე ღია ცის ქვეშ არანაირი თავყრილობები არ იმართებოდა. ჯერ ერთი, ნაკლებია წყარო ინფიცირების ღია ცის ქვეშ. მაშინ მეტროსადგურებში რა ხდებოდა, დღესაც რა ხდება. მაშინ არ სჭირდებოდა ამას რეაგირება? მაგრამ პაატა იმნაძე არის, უბრალოდ, „ქართული ოცნების“ პარტიული კოორდინატორი, უბნის უფროსი, რომელსაც აქვს უფრო მეტი ხელფასი“, – განაცხადა მელიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.