ბელარუსის მართლმადიდებლურმა ავტოკეფალიურმა ეკლესიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ანათემას გადასცა

ბელარუსის მართლმადიდებლურმა ავტოკეფალიურმა ეკლესიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ანათემას გადასცა

ბელარუსის მართლმადიდებლურმა ავტოკეფალიურმა ეკლესიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ანათემას გადასცა.

ბელარუსის მართლმადიდებლური ავტოკეფალიური ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ალექსანდრე ლუკაშენკო დიქტატორი, მკვლელი და ბელარუსი ხალხის მწამებელია“.

„ეშმაკით შეპყრობილი მმართველის ბრძანებით, ჩვენი შვილები ჩვენს ძმებსა და დებს კლავენ და მათ აბუჩად იგდებენ“, - ნათქვამია გადასცა. ბელარუსის მართლმადიდებლური ავტოკეფალიური ეკლესიის განცხადებაში.

საეკლესიო დოკუმენტი უკრძალავს მორწმუნეებს ლუკაშენკოს მოხსენიებას ლოცვებში მანამ, სანამ ის ეკლესიისა და ბელარუსი ხალხის წინაშე არ მოინანიებს.

6 ნოემბერს ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.

საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ყველაზე მასობრივი დემონსტრაციები კვრაობით იმართება.