ეკატერინე ტიკარაძე: თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ

ეკატერინე ტიკარაძე: თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადბეით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

"ვისაც ამბიციის დავიწყება არ შეუძლია, სახლში წავიდეს და მოვიდეს ის, ვისაც პროცესის მართვა შეუძლია" - ლევან რატიანის ამ განცხადებას, ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა.

"თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ეს შესაძლოა, საკმაოდ თავდაჯერებული განცხადება იყოს, მაგრამ მე თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია. ვერ ვიტყვი, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა.

თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ეს არ იგეგმება და ამის შესახებ განხილვაც არ ყოფილა, რადგანაც ვთვლი, რომ ახლა არის სწორედ ის დრო, როდესაც მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.