თეა წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ამ პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი

თეა წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ამ პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი

იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, როცა ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება, ახალი მოდელით არჩეული პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო განაგრძობს დემოკრატიულ განვითარებას.

„იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, როცა ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება, ახალი მოდელით არჩეული პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ამ პარლამენტში, „ქართული ოცნება“ უმრავლესობით წარმოდგენილი.

რა თქმა უნდა, დავაკომპლექტებთ მთავრობას და ის ოპოზიციური პარტიები, ან მათი წარმომადგენლები, ვინც პარლამენტში იქნებიან ჩვენთან ერთად, ამის არა მხოლოდ იმედი მაქვს, ყველა საფუძველი და ნიშანი არსებობს, სწორედ იქ გაგვიწევენ ოპონირებას და რა თქმა უნდა, შევძლებთ, ვაჩვენოთ, ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს, ისინი თავისას, რომ ეს ქვეყანა ვითარება და არის დემოკრატია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, ოფიციალური განცხადებების თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ სიტყვიერი უარის მიუხედავად, ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.