აშშ-ის არმიის სპეციალური დანაყოფის ყოფილმა ოფიცერმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა

აშშ-ის არმიის სპეციალური დანაყოფის ყოფილმა ოფიცერმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა

აშშ-ის არმიის სპეციალური დანაყოფის ყოფილმა ოფიცერმა, პიტერ რაფაელ ზიბინსკი დებინსმა, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად, დანაშაული აღიარა.

გამოძიების ინფორმაციით, მსახურობის დროს პიტერ რაფაელ ზიბინსკი დებინსს საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა, რომელსაც რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლებს აწვდიდა.

აღიარებითი ჩვენების თანახმად, რუსულ დაზვერვასთან მისი თანამშრომლობა 1996 წელს დაიწყო, როდესაც ჩელიაბინსკში გაცვლითი პროგრამით სწავლობდა. პიტერ რაფაელ ზიბინსკი დებინსი აშშ-ის არმიაში მსახურობისას რუსეთის დაზვერვას ინფორმაციას აწვდიდა სპეციალური დანაყოფების საქმიანობასა და თანამშრომლებზე, რომელთა გადაბირებაც, მისი აზრით, შესაძლებელი იყო.

ბრალდებაში ასევე აღნიშნულია, რომ პიტერ რაფაელ ზიბინსკი დებინსი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში დავალებით იმყოფებოდა და რუსეთის დაზვერვას ქვეყანაში აშშ-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.