კახა კალაძე: ვფიქრობ, ბარიერგადალახული პარტიები მიიღებენ სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას და პარლამენტში განაგრძობენ მუშაობას

კახა კალაძე: ვფიქრობ, ბარიერგადალახული პარტიები მიიღებენ სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას და პარლამენტში განაგრძობენ მუშაობას

კრიზისი დაძლევადია, ვფიქრობ, ბარიერგადალახული პარტიები მიიღებენ სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას და პარლამენტში განაგრძობენ მუშაობას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ შეხვედრა ელჩებთან ჯერ არ ყოფილა. „ისინი ხვდებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. როგორც კი ჩაინიშნება შეხვედრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ყველაფერი გახდება ცნობილი როგორც მედიისთვის, ისე საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ბარიერგადალახული პარტიები მიიღებენ სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას და პარლამენტში განაგრძობენ მუშაობას. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის. დარწმუნებული ვარ, ასევე ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, (მინდა მათ მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის) შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფასილიტატორ ელჩებს ინდივიდუალურად ხვდებიან.