წერეთელზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ პირს 9 მძევალი ჰყავს

წერეთელზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ პირს 9 მძევალი ჰყავს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებულ პირს 9 ადამიანი ჰყავს მძევლად.

მისი თქმით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის​ შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

„მინდა გთხოვოთ მედიასაშუალებებს პირდაპირი ჩართვები შეწყვიტონ, ვინაიდან ეს საფრთხეს უქნის როგორც მოქალაქეების, ასევე სამართლადამცველების სიცოცხლეს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ცოტა ხნის წინ თბილისში, წერეთლის გამზირზე, შეიარაღებული პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა. თავდამსხმელმა მძევლად 9 პირი აიყვანა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობას ფაქტზე, სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.