გრიგოლ ვაშაძე: ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერცერთი ფასილიტატორი ვერ მიიღებს

გრიგოლ ვაშაძე: ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერცერთი ფასილიტატორი ვერ მიიღებს

ფასილიტატორებს კიდევ რთხელ გავუმეორე, რომ ყველაზე მთავარი ოპოზიციის მოთხოვენბში არის ვადამდელი არჩევნები, სრულად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ქართული ოცნებისგან“ ველოდები კომპრომისულ წინადადება იმისთვის, რომ 2021 წელი იქნება ძალიან სახიფათო - ყველა თვალსაზრისით, გნებავთ ეკონომიკური, გნებავთ პოლიტიკური, ამიტომ ქართველები ერთმანეთთან რაც უფრო მალე მოვნახავთ კომპრომისს, მოვილაპარაკებთ იმაზე, რაც დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეს, მით უკეთესი, დამიჯერეთ, ვერცერთი ფასილიკატორი ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ორგანიზებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები იმართება.

ხვალ არჩევნების მეორე ტურია, ოპოზიცია მას ბოიკოტს უცხადებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს, რასაც „ქართული ოცნება“ არ განიხილავს. მხარეებს შორის უცხოელი პარტნიორების შუამავლობით მოლაპარაკებათა ორი რაუნდი გაიმართა. მესამე რაუნდი კი სავარაუდოდ მეორე ტურის შემდეგ შედგება.

Maverick ამათ ეტყობა დემპარტიის იმედი აქვთ და დაუსჯელობის სინდრომით არიან შეპყრობილი.
ალბათ დემპარტიის იმედი აქვთ!
"ოცნებავ", არავითარი ვადამდელი არჩევნები!
ამ მოთხოვნის შესრულება "ოცნების" პოლიტიკური რუქიდან წაშლის ტოლფასი გახდება!
ვადამდელი არჩევნები თვით "ოცნების" ამომრჩეველთა სამოქალაქო ამბოხს გამოიწვევს!
3 წლის უკან