შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: პარლამენტში შემოსვლა უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩევლის პატივისცემის საკითხია

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: პარლამენტში შემოსვლა უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩევლის პატივისცემის საკითხია

„ჩვენ ვნახეთ მათ შორის პირველი ტურის დროსაც, რომ საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული უსაფრთხოების კუთხით საარჩევნო უბნები და იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეც იქნება მეორე ტურის პროცესში, რაც შეეხება, ასე ვთქვათ, მუქარებს ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რა თქმა უნდა, სახელმწიფო აქ თავის მოწოდების სიმაღლეზე იქნება და არანაირად არ დაუშვებს მოქალაქეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლების ხელყოფას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ოპოზიციასთან გამართულ მოლაპარაკებებზეც ისაუბრა. „რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ წარმოადგენს შეთანხმების საკითხს, ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ქართველი ამომრჩევლის არჩევანს. კიდევ ერთხელ ყველა ვთანხმდებით რომ 2 მილიონი საქართველოს მოქალაქე 31 ოქტომბერს, მიუხედავად პანდემიისა, ადგა და მივიდა უბნებზე და ამ 2-მა მილიონმა ადამიანმა საკუთარი პრიორიტეტები გადაანაწილა პარტიებს შორის, მეორე - არ არსებობს არც ერთი არგუმენტი და ბოლო დღეებმა მათ შორის შეთავაზებამ დებატების, მათ შორის დასკვნებმა საერთაშორისო და ადგილობრივის, არ არსებობს არც ერთი არგუმენტი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს იმას, რომ ამომრჩევლის ნება ასახული არის იმ შედეგებზე, რომელიც გამოაქვეყნა ცესკო-მ, ასე რომ სხვა ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ არ აღიაროს ეს შედეგები არის მხოლოდ დემოკრატიის არ აღიარება, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ თვალი გაუსწორონ ამ სიმართლეს, მიიღონ ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა გააკეთა 31 ოქტომბერს და გააკეთებს ხვალ და ემსახუროს საკუთარ ამომრჩეველს და ქართველ ხალხს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უპირატესობაზეც ილაპარაკა. მისი თქმით 1%-იანი ბარიერის პირობებში პარლამენტში 9 პოლიტიკური პარტია მოხვდა. „მე მგონი ყველასთვის ცხადია, თუ რა არის ჩვენი სურვილი და ის, რაც ჩვენი სურვილია, კანონითაც კი არის განმტკიცებული, ის რომ დღეს ჩვენ გვაქვს 1%-იანი ბარიერი და ის, რომ საუბარია იმაზე, 9 პარტია რომ უნდა იყოს პარლამენტში ანუ მრავალპარტიული და საუბარი არაა იმაზე, რომ 2 პარტიული იქნება თუ არა, იმიტომ რომ ვიცით, რომ თუ იქნებოდა ბარიერი, მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებდნენ ამ შემთხვევაში ბარიერის გადალახვას, ამიტომ ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ჩვენ გვაქვს ერთპროცენტიანი ბარიერით, მიუთითებს იმაზე რომ „ქართული ოცნების“ განწყობა არის მრავალპარტიული პარლამენტი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით და მათ შორის ახლაც ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეეხება ცალკეულ პროცედურულ თუ სამართლებრივ საკითხებს, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ვაკვირდებით რა ჩვენი ოპონენტების განცხადებებს მათ ასე ვთქვათ გეგმებს, ჩვენც შესაბამისად ვფიქრობთ, თუ რა მექანიზმები გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ ამ გეგმებს ვუპასუხოთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ პარლამენტმა იფუნქციონიროს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ყველა პროცედურა მიმდინარეობდეს კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად... ამის შანსი ზოგადად ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ისედაც არ არის იმ კუთხით, რომ ვფიქრობ საბოლოო ჯამში ჩვენი ოპონენტები მაინც საკუთარი ამომრჩევლის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტში შემოსვლა ესაა უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩევლის პატივისცემის საკითხი. „დარწუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში მათივე ამომრჩეველი გააგონებს მათ ამ ხმას, რომ შევიდნენ პარლამენტში და ამ კუთხით იყოს მრავალპარტიული ჩვენი პარლამენტი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.