შალვა პაპუაშვილი: ელჩები არ იშურებენ ძალისხმევას, რათა საბოლოოდ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ

შალვა პაპუაშვილი: ელჩები არ იშურებენ ძალისხმევას, რათა საბოლოოდ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ

„რა თქმა უნდა, მივესალმებით რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები არ იშურებენ თავის ძალისხმევას იმისთვის, რომ იმუშაონ ჩვენს ოპონენტებთან, რათა საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ემოციები ნელ-ნელა დაცხრა მას შემდეგ, რაც სხვადასხვა დასკვნა გამოქვეყნდა, სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის, უცხოური თუ ადგილობრივი.

„ერთ რამეზე მგონი ყველა თანხმდება, გარდა ჩვენი ოპონენტებისა - ეს არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და იმაზე, რომ ამ არჩევნების შედეგზე აისახა ქართველი ამომრჩევლების ნება.

ერთადერთი, ვინც ამას არ ეთანხმება, ჩვენი ოპონენტები არიან. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია მათ კიდევ ერთხელ თვალი გაუსწორონ ამ რეალობას, თვალი გაუსწორონ ქართველი ამომრჩევლის არჩევანს, მათ შორის, მათი ამომრჩევლის არჩევანს და მიიღონ ის მანდატი, რომელიც მათ მიანიჭა მათმა ამომრჩეველმა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რამდენად ჩანს რესურსი, რომ ოპოზიციამ შეცვალოს პოზიცია, შალვა პაპუაშვილის თქმით, უპირველეს ყოვლისა ეს რესურსი არის თავად ოპონენტების ამომრჩევლებში.

„მათ შორის ვხედავთ, რომ საკუთარ ამომრჩევლებშიც აღარ აქვთ ისეთი მხარდაჭერა, ბოიკოტის საკითხს რაც შეეხება. ვხედავთ ასევე, რომ ცალკეული პოლიტიკური ლიდერები არ არიან დარწმუნებული, რომელი გზა არის მათთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთადერთი სწორი გზა ეს არის კონსტიტუციური გზა და დეკოკრატიის პატივისცემა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ერთიანი პოზიცია, რომელიც საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა საერთაშორისო საზოგადოებაში, ადგილობრივ დამკვირვებლებს შორის, ისაა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და რომ არჩევნების შედეგებზე ასახულია მოქალაქეების ნება. ყველა კი, ვინც ეწინააღმდეგება ამ აზრს, პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია მოიაზრებს პირად მტრად.

„ნახეთ თავდასხმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელზე, რომელსაც დღეს ძალიან მკაცრად გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. განსაკუთრებით ასეთი მკაცრი რეაქცია და განსაკუთრებით ასეთი თანამდებობის პირის ასეთი მკაცრი რეაქცია მიუთითებს მხოლოდ ერთადერთ რამეზე, ჩვენს ოპონენტებს დაკარგული აქვთ რეალობის შეგრძნება.

ისინი არიან გაჯიუტებული საკუთარ გადაწყვეტილებაში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს მათი პატივმოყვარეობის საქმე არის, რომ ერთხელ ნათქვამი გადაწყვეტილება არ გადათქვან.

მე მათ მივმართავ, რომ მათ ეს პატივმოყვარეობა ეძებონ არა საკუთარ გადაწყვეტილებების გაჯიუტებაში, არამედ იმაში რომ პატივი სცენ საკუთარი ამომრჩევლის ნებას.

ასევე დღეს ნახეთ თავდასხმა გერმანიის ელჩზე და ასევე გამოცხადებული თავდასხმა ქართველ მოქალაქეებზე, რომლებიც ხვალ არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

იყო საუბარი რომ აპირებენ მოაწყონ გარკვეული სახის დერეფნები, თუ იქნება ეს პასიური სახით, კერძოდ, დამუნათება და ვხედავთ სოციალურ ქსელში იმ ამომრჩევლებს, რომლებიც აპირებენ, რომ მივიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ამ დემოკრატიულ პროცესში,

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს მეორე ტურში.

„ესეც ერთ-ერთი ფორმაა, რომ მანდატებს სახეში აყრიან საკუთარ ამომრჩევლებს. და მეორე - ამავე დროს პატივს არ სცემენ სხვა პარტიების ამომრჩევლებს და იმუქრებიან იმით, რომ მოაწყობენ გარკვეული სახის დერეფნებს, თუმცა ბოლო პერიოდში მოვისმინეთ და მათ შორის დღესაც რომ ამ პოზიციას თითქოს გადახედეს და აღარ აპირებენ.

იმედი მაქვს, რომ არა იმიტომ, რომ შსს-მ წინასწარ განაცხადა, რომ ამაზე რეაქცია ექნებოდა, არამედ იმედი მაქვს, რომ მათ უბრალოდ გაიაზრეს რამხელა აბსურდზე საუბრობდნენ, როდესაც ისინი მოუწოდებდნენ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ პროტესტს.

ეს წარმოუდგენელია საერთოდ, არანაირ კავშირში არ არის დემოკრატიასთან, კონსტიტუციასთან, ადამიანობასთან და არაფერთან რაც შეიძლება იყოს სამართლიანი თუ ადამიანური.

რა თქმა უნდა , ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს რომ აქტიურები იყვნენ. სწორედ მეორე ტური არის მნიშვნელოვანი, რომ მათ დააფიქსირონ საკუთარი გადაწყვეტილება მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 17 მანდატი რომელიც მეორე ტურში არის კენჭისყრის