„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ ბათუმში „სირცხვილის დერეფნებს“ აღარ მოაწყობს

„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ ბათუმში „სირცხვილის დერეფნებს“ აღარ მოაწყობს

ხვალ ბათუმში საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნები“ აღარ მოეწყობა, ოპოზიცამ ერთობლივი განცხადება გააკეთა და აცხადებენ, რომ თავიდან აიცილეს მოსალოდნელი პროვოკაციები სუს-ისგან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, სუს-ი პროვკაციას გეგმავდა.

ასევე „ლელოს“ ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, მათთვის თავიდანვე მიუღებელი იყო პროტესტის ეს ფორმა.

21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა: „21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას" მხარდამჭერი“.